ევროკავშირს უნდა ქონდეს ახალი და ნათელი პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების მიმართ - ეს ჩანაწერი ევროპარლამენტის მომზადებულ ანგარიშში რუსეთთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორიც ლიეტუველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილუსია, საგარეო კომიტეტზე დღეს განიხილეს, დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც.
ევროპარლამენტარების ნაწილი თანხმდება, რომ ბრიუსელმა რუსეთისგან უფრო მეტად უნდა დაიცვას ევროკავშირის არაწევრი, მაგრამ პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.