20 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ჯავშნის საიტზე "ფაიზერის" 12 ათასი ვაქცინა იყო და შემოვიდა 120 ათასი ადამიანი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, გუშინ Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციის დროს შექმნილ პრობლემებსა და საიტის გაუმართაობაზე საუბრობს.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ვაქცინის მოთხოვნილებასა და დოზების რაოდენობას შორის დისბალანსი იყო. 

"რეგისტრაციასთან დაკავშირებით შეცდომა ნამდვილად არ დაშვებულა. საიტი დღესაც გამართულად მუშაობს, საკითხი ეხებოდა იმას, რომ გუშინ იყო დიდი დისბალანსი მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. ანუ, იყო ვაქცინა დაახლოებით 12000 დადებული ჯავშნის საიტზე და პირველი წუთებში შემოვიდა, დაახლოებით, როგორც IT სამსახურები სხვადასხვა მხრიდან გვეუბნებიან, იყო დაახლოებით 100-12000-მდე შემოსვლა,“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები