ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე ამბობს, რომ კლინიკაში მკურნალობას გადიან პირები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებული არიან. ამასთან, ის ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდია გასული ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ინფიცირებამდე.
"ჩვენ, ამ წუთში, 300-ზე მეტი პაციენტი გვიწევს, ორჯერ ვაქცინირებული ალბათ, ერთეულებია. ძალიან მნიშვნელოვანია, ორი ვაქცინაციის შემდეგ რა დროა გასული. გვყავს პაციენტები, როცა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ოთხი დღის შემდეგ დაინფიცირდა. მათ შორის არის დაცვაში მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მეორედ ვაქცინირებული იყო და მეოთხე დღეს ამ გამოსვლებში მონაწილეობის დროს დაინფიცირდა. ახლა იგი ჩვენთან იტარებს მკურნალობას.
განსაკუთრებული სიმძიმე ამ პაციენტებში არ არის, საშუალოზე მძიმეები არ არიან, რამდენიმე კრიტიკული პაციენტი მაინც არის, ვაქცინაციის შემდეგ,“ - აცხადებს ინფექციონისტი, ელზა ვაშაკიძე.