20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ნებისმიერი 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, უზარმაზარი რისკის ქვეშაა - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ნებისმიერი ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება, მაღალი რისკის ქვეშაა და გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

"ნებისმიერი ახალშობილი, 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, უზარმაზარი რისკის ქვეშაა. ამ ასაკობრივ ჯგუფში ფილტვის მწვავე ინფექცია, განსაკუთრებით ფილტვის დიდი მოცულობის დაზიანება ყოველთვის კრიტიკულია და მათში გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია," - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დღეს ციციშვილის კლინიკაში ბრიტანული შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ამჟამად ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ჩვილია უმძიმეს მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

"ახალშობილი შემოვიდა ბინიდან 5 დღის ასაკში. შემოსვლისას მალევე განუვითარდა რესპირატორული დისტრესი, რომელიც განპირობებული იყო კოვიდინფექციით და ამის შემდეგ გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე. 2 კვირაა მისი მდგომარეობა მძიმე იყო, შემოსვლის დღიდანვე," - განაცხადა ციციშვილის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა მაია ჩხაიძემ. 

დღის ამბები