20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
გადაივსო ეს კლინიკები, ყველაფერს აქვს თავისი ზომა, ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი დევი ტაბიძე ინფიცირებულების მატების გამო კლინიკების პაციენტებით გადავსებაზე საუბრობს.

"ჩვენი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაისვა საკითხი და მალე ექნება 40 ადგილი, თავის ინტენსიური თერაპიით, ბავშვებისათვის. რატომ უნდა დაგვჭირვებოდა ეს, მაშინ, როდესაც 2 სარეანიმაციო-უშველებელი ბლოკი გვაქვს, 400-მდე საწოლი და დღეს უკვე 200-ზე მეტი პაციენტი წევს კლინიკაში. აღარ ვსაუბრობ ემერჯენსიზე და რეანიმაციულ განყოფილებაზე. გადაივსო ეს კლინიკები. ყველაფერს აქვს თავისი ზომა," - განაცხადა დევი ტაბიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციას შეუძლია სურათი შეცვალოს და იმ შემთხვევაში, თუ ზრდასრული ადამიანები აიცრებიან, ეს ბავშვებს ინფიცირებისგან დიდწილად დაიცავს.

დღის ამბები