"ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მან გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხა.
ზურაბ მახარაძე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელჩებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან ზეწოლა იქნება, ის დააკავონ.
"გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე მოხდებდა. თუკი მათზე იმხელა ზეწოლა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ. ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან მოდის ზეწოლა,"- განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
დღეს, დილის 9 საათზე, მახარაძის სახლში 2 საათის განმავლობაში ჩხრეკა მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან ასევე "ალტერნატიული საქართველოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და დეკანოზი ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს პარლამენტთან ძალადობრივ მოწოდებებს აკეთებდა.
საგამოძიებო უწყება დატოვა გურამ ფალავანდიშვილმაც.