საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს - გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის მკვეთრად მატების შესახებ გვაფრთხილებს.
სინოპტიკოსების ცნობით, არ არის გამორიცხული, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ ტყის ხანძრები გამოიწვიოს.
"17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს.
მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა,"- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.