20 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ოზურგეთის რაიონში წლის ბოლოს 700 მსჯავრდებულზე გათვლილი​ პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა სრულდება. ციხე წლის ბოლოს გაიხსნება. დაწესებულება 700 -მდე მსჯავრდებულზეა გათვლილი.

ციხე ფუნქციონირებას სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს. საპატიმრო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს არის მორგებული.

ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას ადგილზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაეცნო.

ლაითურის ციხის მშენებლობა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილია. დოკუმენტი ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა.

დღის ამბები