20 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ჩხრეკა ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების ხელმძღვანელების სახლებში - მედიაზე თავდასხმის მე-10 დღეს სასულიერო პირი გამოკითხვაზე პირველად დაიბარეს

ჩხრეკა ერთდროულად რამდენიმე სახლში - პოლიცია დილიდან ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების ხელმძღვანელების სახლებში შევიდა.

2 საათიანი ჩხრეკის შემდეგ კრემლის იდეების გამტარებელი "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის სახლიდან სამართალდამცავებმა ტექნიკა და დოკუმენტაცია წაიღეს.

პოლიციაში იყო გადაყვანილი თავად ზურა მახარაძეც, რომელიც "ალტ-ინფოს" საშუალებით ღიად აკეთებდა ჰომოფობიურ და ძალადობრივ განცხადებებს და 5 ივლისის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა.

სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად. პოლიციელები ჩხრეკაზე შევიდნენ "ალეტრნატიული საქართველოს" ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა გადაყვანილი ანტი-ლიბერალური ჯგუფის, "ქართული იდეის" ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

მედიაზე ძალადობისთის მეათე დღეს გამოკითხვაზე პირველად დაიბარეს სასულიერო პირი. დეკანოზმა ცქიფურიშვილმა 5 ივლისის, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა.

დღის ამბები