16 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
აიღებს თუ არა 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შს მინისტრი - რა კითხვები აქვთ კანონმდებლებს ვახტანგ გომელაურთან

აიღებს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და აქვს თუ არა პასუხი კითხვაზე - რატომ ვერ დაიცვეს ფიზიკური ძალადობისგან მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს - ეს ორი მთავარი კითხვაა, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს ვახტანგ გომელაურთან ექნებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კვირას, 12 საათზე, მივა. პოლიტიკური ოპონენტები არ მალავენ, რომ გომელაურს საკმაოდ მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე, რატომ ვერ შეასრულა მთავარი ფუნქცია და რატომ ვერ უზრუნველყო ქალაქში წესრიგი.

ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებენ მმართველ პარტიაში. კითხვები ვახტანგ გომელაურთან "ოცნებაშიც" აქვთ, თუმცა თვლიან, რომ პოლიციამ მინისტრის დავალებით თავისი ფუნქცია შეასრულა.

დღის ამბები