საპატრიარქოს უწყებანი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
საპატრიარქო სამძიმარს უცხადებს დეკანოზ იოსებ ზაქარიაძის ოჯახს, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა.
"2021 წლის 14 ივლისს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ზაქარიაძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი იოსები“,- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.