ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 386 195 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 361 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 363 318-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 22 კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 19 711 , PCR ტესტით 15 268.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,17%, ბოლო 14 დღის - 4,5%, ბოლო 7 დღის - 4,86%.
სულ აცრილია 345 295, დღიურად აცრილია - 10 492.