ახალი ეკოტურისტული ობიექტი იმერეთში - "თეთრა მღვიმე", რომელიც წყალტუბოში მდებარეობს, ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს.
სოფელ ხომულში არსებული მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია.
ადგილზე 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის სხეულის ნაწილი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.