27 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
"TV პირველის" ოპერატორზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა

ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულებს, ვანო ბურდულს და დავით ქოჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულების 7000 და 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

დღის ამბები