სტუდიებიდან გამოსული ჟურნალისტების პროტესტი ლექSOSთვის - საქართველოს პარლამენტის წინ დღეს 18:00 საათზე მედიასაშუალებების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია, გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5-6 ივლისს დედაქალაქის ქუჩებში მომხდარი ძალადობის მონაწილეები და ორგანიზატორები.