16 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"ლექSOSთვის" - მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები, მოწოდებები და პროტესტი რუსთაველის გამზირიდან

"დასაჯე მოძალადეები, აიღე პასუხისმგებლობა" - უკვე 3 საათია ქვეყნის მთავარ გამზირზე ჟურნლაისტების მიერ ორგნიზებული აქცია მიმდინარეობს. მედიასთან ერთად დღეს პარლამენტთან ისევ შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლები.

სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, მოთხოვნები, ისევე როგორც მთავარი კითხვები უცვლელია. სწორედ ამ შეკითხვებზე მოუწევს ხვალ, პასუხების გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრს.

დღეს ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს, რომ აქცია გაიმართება ხვალ, 12 საათზეც. მათი თქმით, ჟურნლისტები ეცდებიან თავადაც შევიდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურს ეს კითხვები პირადად დაუსვან.

დღეს საკუთარ სიტყვით გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებადი ფრაზა - "არ დავიღლებით" იყო. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი პერმანენტულ აქციებს იქამდე გამართავენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები