როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს თბილისსა და რეგიონებში - სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ და მოსალოდნელი მაღალი ტემპერატუსის შესახებ გვაფრთხილებენ.
ხვალ ყველაზე ცხელი ამინდი +39 გრადუსი სიცხე ქუთაისში დაფიქსირდება.
ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:
ხვალ ბათუმში +34 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ფოთში ჰაერის ტემპერატურა +36 გრადუსამდე გათბება.
+31 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება.
+34 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში.
+39 გრადუსი სიცხე იქნება ქუთაისში.
ლენტეხში +38, ცაგერში +35, ამბროლაურში კი +36 გრადუსია მოსალოდნელი.
+37 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალში.
გორში +38 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი.
+38 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში +38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
+34 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში.
სიღნაღში +33, ხოლო ყვარელში +38 გრადუსია ნავარაუდევი.