20 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს პალმა" ჟულია დიუკორნოს ფილმს "ტიტანს" ერგო

კანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს პალმა" ჟულია დიუკორნოს ფილმს, "ტიტანს" ერგო. აღანიშნავია, რომ ფრანგი რეჟისორი რიგით მეორე ქალია, რომელმაც კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.

კანის 74-ე კინოფესტივალის ჟიურიმ გრან პრი ორ ფილმს გაუნაწილა - ასგარ ფარადის "გმირი" და იუჰო კუოსმანენის "კუპე ნომერი 6".

წლის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაცია ქეილებ ჯოუნს ფილმისთვის "ნიტრამი" ერგო. საუკეთესო მსახიობი ქალი კი რენატე რეინსვე გახდა ფილმში "ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში".

ლეო კარაქსი კი პოპ-ოპერისთვის "ანეტი" ჟიურიმ საუკეთესო რეჟისორად დაასახელა. კანის რიგით 74- ე კინოფესტივალი 17 ივლისს დასრულდა.

დღის ამბები