ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა სოხუმში, ახალ რაიონში მოხდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე,წ სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი სამივე პირი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, თუმცა რუსლან გადელია და ბესლან ძიბა დაიღუპნენ. ასლან ზუხბა კი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.
როგორც სოციალური ქსელების აფხაზურ ჯგუფებში წერენ, ხდება კრიმინალურ კლანებს შორის გავლენების სფეროების გადანაწილება. გაიჟღერა ე.წ კანონიერი ქურდების "პიზის" (რაულ ბარცბა) და "დინრიდას" (თემურ ახუბა) სახელებმა. როგორც ცნობილი ხდება მოკლულები სწორედ "დინრიდას" დაჯგუფების წევრები იყვნენ