20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ცალკეული ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა განზოგადდეს ეკლესიაზე ,რადგან ამას, შესაძლოა, ინსტიტუციის მიმართ ნდობის დაკარგვა მოჰყვეს - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ბოლო პერიოდში თბილისში გავითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა,რომ ეკლესია და ქვეყანა მძიმე გზას გადის. მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს, რომ ცალკეული ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა განზოგადდეს ეკლესიაზე, რადგან ამას, შესაძლოა, ინსტიტუციის მიმართ ნდობის დაკარგვა მოჰყვეს, რაც სახელმწიფოებრიობისათვის საფრთხის შემცველია.

"მე მინდა ვიფიქრო, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ამ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის არის უკონტროლობა, რომლითაც ადამიანებმა თავისი თავი და ემოციები ვერ გააკონტროლეს. ასე მგონია, რომ ალბათ ბევრი მათგანი ამას ნანობს იმიტომ, რომ ამის გარეშე...

ქრისტიან კაცსაც ეშლება, მაგრამ ამას მერე სინანული მოსდევს, ეს არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მაინც სინანულის გზით დავძლევთ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიმყოფებით და რომლის წინაშეც ავღმოვჩნდით.

საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ძალიან მძიმე გზას გადის, როგორც ქვეყანა, ასევე ეკლესია. შეუდარებლად დაპირისპირებულია საზოგადოება, პოლარიზებულია და სამწუხაროდ, ეს პოლარიზება იჭრება ეკლესიაშიც.

ეს საშიში იმდენად არის და ეკლესია იმდენად არის მოსაფრთხილებელი, რომ როგორც არაერთხელ მითქვამს, ეკლესია არის ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, და თუ ჩვენ ერთეული ადამიანების შეცდომები, თუ - თუნდაც, დანაშაულებრივი ქმედებების განზოგადება მოვახდინეთ ეკლესიაზე და ეკლესიის მიმართ წაიშალა ნდობა და ეს ინსტიტუცია, წმინდა ნდობის თვალსაზრისით, ჩამოგვეშალა, ჩათვალეთ რომ ჩვენ ჩამოგვეშლება სახელმწიფოებრიობა და ამას მოფრთხილება სჭირდება.

მეუფეების მოწოდებებს რაც შეეხება, რაც ვიხილეთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობის წამხალისებელ მოწოდებებს, ჩემი თხოვნაა ამაზე კომენტარებს ნუ გამაკეთებინებთ, თითოეული სიტყვა - ჩემი იქნება, თქვენი, თუ სხვისი იქნება, თავისთავად, კომენტარია იმ ადამიანის შესახებ, ვინც ამას ამბობს, ეშლება თუ განგებ ამბობს, მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, მაინც გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ, პირდაპირ გაფრთხილებთ,"- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

დღის ამბები