20 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში ადგილობრივი მღვდლების საგანგებო შეხვედრა ჩატარდა

სასულიერო პირების შეკრება იყო დღეს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში. ადგილობრივი მღვდლები რეზიდენციაში მიტროპოლიტ ანტონს შეხვდნენ.

რა საკითხები განიხილეს, იყო თუ არა მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების შეფასება და იმის განხილვა, თუ რამდენად მართებული იყო რიგი სასულიერო პირების პოზიციები - ამ კითხვების საპასუხოდ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები დეტალებს არ განმარტავდნენ, მათი ნაწილი კი მსგავსი თემების განხილვას უარყოფდნენ.

ცნობილია თავად მიტროპოლიტ ანტონის განცხადებები, რომელიც რამდენიმე დღის წინ აგრესიაში მედიას ადანაშაულებდა, ამასთან ამბობდა, რომ ერთი ადამიანის დაღუპვას შეუსაბამო აჟიოტაჟი მოყვა.

დღის ამბები