კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის შესახებ, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ქალი მათთან 15 ივნისს შევიდა, კორონავირუსის ძალიან მძიმე ფორმით - მისი ფილტვების დაზიანება 22 ქულით შეფასდა.
ამასთან, მცირდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემა და მის გადასარჩენად სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა.
"ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ ყველა," - განაცხადა "კურიერთან" ლალი ტურძელაძემ.