ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. უკვე შეკრებილები არიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტები.
"ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" წელს ჰიბრიდულ ფორმატში ტარდება. ღონისძიება დავით ზალკალიანმა გახსნა.
სიტყვით გამოსვლების პარალელურად იქნება დისკუსია ახალ ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგზე, მთავარ გამოწვევებზე და მოკავშირეებთან ურთიერთობების განვითარებაზე.