16 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
ეს არის სესხი, თუმცა შეღავათიანი პირობებით - გიორგი ხელაშვილი ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე

არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს რაიმე სახის დახმარება შეუჩეროს - ამაზე "დღის კურიერის" ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი საუბრობს.

საუბარია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეხება. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოს რეფორმა, რაზეც იქნება დამოკიდებული ევროკავშირის დახმარება. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს და მისივე განმარტებით, ევროკავშირის მიერ გაცემული ფინანსები არა დახმარება, არამედ საშეღავათო პირობების მქონე სესხია.

"არანაირი საფრთხე არ იქნება, მითუმეტეს, რომ საუბარი არ არის დახმარებაზე, ეს არის სესხი, თუმცა შეღავათიანი პირობებით, რაც საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური გზავნილი, ვიდრე როგორც რაიმე სახის ეკონომიკური დახმარება," - აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები