საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, აგვისტოდან "მობილური იუსტიციის სახლები" ამოქმედდება.
მოქალაქეს ადგილზე შეეძლება აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, განახორციელოს ქონების რეგისტრაცია და ისარგებლოს იუსტიციის სახლის 450 მეტი სერვისით.
"მობილური იუსტიციის სახლების" ფოტოები იუსტიციის მინისტრმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.