05 სექტემბერი 2026,   18:15
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე გზაგამყოფის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩაზე არსებული გზაგამყოფის რეაბილიტაცია დასრულდა, მოეწყო გამწვანებაც.

ადგილზე დენდროლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა. დაირგო 800-მდე ხე-მცენარე, მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა.

პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ბორდიურები და მოპირკეთდა ბილიკები.

დღის ამბები