16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით, რომ სპეკულირებთ... - ნათია თურნავა

მინისტრთა კაბინეტის წევრები ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს გმობენ. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ყველა პირის მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი ამბობს, რომ მთავრობის გადადგომის სურვილი დესტრუქციულ ძალებს აქვთ, თუმცა ეს არ მოხდება.

"თქვენ ხომ არ გრძნობთ თავს უხერხულად თქვენი გარდაცვლილი კოლეგის სახელით, რომ სპეკულირებთ? ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ჩვენ დავგმეთ ძალადობა. მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ვინც მონაწილეობდა აგრესიაში, სხვადასხვა არამართლზომიერ მოქმედებაში დაისაჯოს სათანადოდ.

შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურს, რომ გადადგეს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას იმიტომ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, წესრიგი, განვითარება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები