26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა.
შუკაკიძის განცხადებით, უკვე რამდენიმე დღე გავიდა, რაც ბესიკ თორდუა კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული, ამის გამო ვერ ხერხდება წვდომა საქმის მასალებთან.
56 წლის ბესიკ თორდუას, საქართველოს პროკურატურა აისელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა, თორდუა ბრალს არ აღიარებდა.