ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთის პროგნოზით, შექმნილი მძიმე ეპიდვითარებიდან გამომდინარე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქვეყანა უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, ვიდრე 2020 წლის შემოდგომაზე იყო.
"სამწუხაროდ შემთხვევების კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში ასეთი ფაქტია, ყველა ქვეყანაში, სადაც DELTA შტამი დაიწყო, შემთხვევების რაოდენობამ მატება რეკორდულად დაიწყო. სხვა ქვეყნებს საქართველოსთან შედარებით პლუსი ის აქვთ, რომ რადგან იქ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, შემთხვევების რაოდენობის გაზიარდა, ჰოსპიტალიზაცია არ არის დიდი, იმიტომ რომ ვაქცინები იცავ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან. მძიმე სიტუაციაში ვართ ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო, არ მიყვარს ტრაგიკული სურათების დახატვა, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა შეიძლება იყოს ისეთი, რომ შეიძლება უფრო მძიმე სიტუაციაში შევიდეთ, ვიდრე ეს იყო შარშან, ეს ვარიანტი პირველი ვარიანტისგან განსხავევბით უფრო მზაკვრულია, უფრო სწრაფად ვრცელდება,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ზაზა წერეთელმა.