მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
"საქართველოს მუსლიმ თემს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური შრომით და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.
ვუერთდები თქვენს ზეიმს და კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს," - წერია ღარიბაშვილის გაცნხადებაში.