ეპიდემიოლოგიური სტაბილურობისთვის სპეციალისტები მასობრივი ვაქცინაციის გააქტიურებაზე საუბრობენ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინების მთავარი დანიშნულებაა, ადამიანი მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცვას.
"ყველა ელოდება "ფაიზერს" და ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ ყველა ვაქცინას, რეალურად, მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაცვა შეუძლია და "დელტა" ვარიანტიდან გამომდინარე, "ფაიზერის" ეფექტიც 64%-ზეა შემცირებული.
მთავარი დანიშნულება რაც არის ვაქცინების - მძიმე დაავადებისგან დაცვაა," - აღნიშნა კულუმბეგოვმა "კურიერთან" საუბრისას.