20 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
საცობი ღამით, თბილისის ცენტრში - გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია

გმირთა მოედანზე საცობია, მანქანები გადაადგილებას, ფაქტობრივად ვერ ახერხებენ.

საცობის მიზეზი ხანძარია, რომელიც ლაღიძის ქუჩაზე გაჩნდა. ადგილზე სახანძრო მანქანები მიემართებიან, რის გამოც გმირთა მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია. 

ლაღიძის ქუჩაზე შენობა იწვის. "კურიერის" ინფორმაციით, შენობაში ცხოვრობდა დევნილების 1 ოჯახი, რომლის 2-მა წევრმა მსუბუქი დამწვრობა მიიღო. 

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები