20 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
COVID-19 თეთრი სახლის თანამშრომელს დაუდასტურდა - ემუქრება თუ არა ჯო ბაიდენს დელტა შტამი

COVID-19-ის დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოში. ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ შტატებში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80% სწორედ კორონავირუსის დელტა ვარიანტს უკავშირდება. კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის თანამშრომელს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულს ახლო კონტაქტი არ ჰქონია ჯო ბაიდენთან.

რთული ეპიდვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც დღეიდან მოსახლეობას ისეთ საჯარო ადგილებში შესასვლელად, როგორებიცაა მუზეუმები და კინოთეატრები ვაქცინის სერტიფიკატი ან კოვიდ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა დასჭირდებათ.

ივნისის შემდეგ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს ესპანეთში. ევროპის წამლის მარეგულირებელმა კი COVID-19-ის საწინააღმდეგო ფრანგულ-ბრიტანული ვაქცინის "ვიდრევტინის" განხილვა დაიწყო.

დღის ამბები