20 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
მთავრობამ უნდა გათვალოს რისკები ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე - ჯანმოს გაფრთხილება სახელმწიფოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს სახელმწიფოებს, რომ ისწავლონ წინა წლებიდან და თავიდან აირიდონ იგივე შეცდომები. 

"ამისთვის ბევრი მიზეზია, პირველი ის, რომ ბევრმა სახელმწიფომ რეგულაციები მოხსნა ან შეამსუბუქა, ასევე შენელებულია ვაქცინაციის ტემპი.

ძალიან ცოტა სახელმწიფოა მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებლით. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არსებობს დელტა შტამი, რომელიც ცირკულირებს და ანაცვლებს ალფა, ბეტა თუ სხვა ვარიანტებს.

ამას ვხედავთ საქართველოშიც. რეგულაციების მოხსნა მთავრობის გადაწყვეტილებაა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე რეგულაციებს, ასევე, ბევრი სახელმწიფო ხსნის.

მთავრობამ უნდა გათვალოს რისკები ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე, ასევე ვაქცინაციის სიხშირეზე და ა.შ,"- აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

დღის ამბები