20 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
შესაძლო ლოკდაუნის იდეას სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ

შესაძლო ლოკდაუნის და რეგულაციების გამკაცრების იდეას სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს არსებული შეზღუდვები და არ ჩაიკეტოს ქვეყანა, რადგან მომსახურების სფეროს ობიექტები მორიგ დაკეტვას ვერ გაუძლებენ.

"ისევ შემოღება კომენდანტის საათის, ან რეგულაციების გამკაცრების ისე, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს, ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვეღარაფერს გავაკეთებთ. ჩვენი ვალდებულებები გვაქვს, გადასახადები უნდა გადავიხადოთ ყველგან. შესაბამისად, ახლა ჩვენი ჩაკეტვა უკვე სრულ კოლაფსს გამოიწვევს,"- ამბობს საქართველოს სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი.

"ჩაკეტვის არანაირი შანსი არ არსებობს ე.წ. ლოკდაუნის, იმიტომ რომ ეს არის თვითლიკვიდაციის დაწყება. უნდა მოხდეს ადმინისტრირება იმ შეზღუდვების, რომელიც არსებობს. ერთ სივრცეში 60 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება, არ შეიძლება კონცერტები, ღონისძიებები. ამის დაცვაა საჭირო, ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- ამბობს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები