როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს თბილისსა და რეგიონებში - სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს ვარაუდობენ და თუმცა პროგნოზირებენ, რომ მაღალი ტემპერატურა განვლილ დღეებთან შედარებით შემცირდება.
ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:
ხვალ ბათუმსა და ფოთში 26 გრადუსი სითბო იქნება.
+28 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში.
ზუგდიდში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
+24 გრადუსია ნავარაუდევი ახალციხეში. 24 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისშიც.
ლენტეხში +26, ცაგერსა და ამბროლაურში კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.
+24 გრადუსამდე გათბება ჰაერი ცხინვალშიც. გორში 26 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
+31 გრადუსი იქნება თბილისში.
რუსთავში 34 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
31 გრადუსამდე გათბება ჰაერი თელავში. სიღნაღში +32, ხოლო ყვარელში +33 გრადუსია ნავარაუდევი.