პარლამენტში სასესიო დარბაზთან, ჟურნალისტებმა მდუმერე აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - დაისაჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები.
საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა, სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა 5-6 ივლისის მოვლენები "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ხელში გააპროტესტეს.