ნორვეგიაში 2011 წელს მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. მთავრობის წევრებმა და სამეფო ოჯახმა მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ზუსტად 10 წლის წინ ულტრამემარჯვენე ანდრეის ბრეივიკმა აფეთქება ოსლოს ცენტრში მოაწყო, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამავე დღეს კუნძულ უტოიაზე ჩასულ მოზარდებს თავს დაესხა და 69 ადამიანი მოკლა. მოკლულებს შორის ქართველი თამთა ლიპარტელიანია. ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.