20 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
საბავშვო სპექტაკლები სამეგრელოს 20-მდე სოფელში - ფოთის თეატრმა, რეგულაციების დაცვით, 10 დღიანი ტურნე მოაწყო

ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის თეატრალური დასი. 10 დღის განმავლობაში. სამეგრელოს რეგიონის 20-მდე სოფელს ეწვია. საბავშვო სპექტაკლები. პანდემიის მიუხედავად, ღია ცის ქვეშ ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა.

კომედიური ჟანრის სპექტაკლები, სკოლამდელი და უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვისაა. პატარები "იხვის ჭუკის" წარმოდგენაში თავადაც არიან ჩართულები. მშობლები ფოთის თეატრის სპექტაკლების ნახვის შემდეგ ამბობენ, რომ მსგავსი ღონისძიებები შვილების განვითარებას უწყობს ხელს.

პროექტი, ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რამაზ იოსელიანის ხელმძღვანელობით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. თეატრში იმედი აქვთ, რომ ანალოგიური გასტროლი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

თეატრალურმა დასმა გასტროლების პარალელურად ფოთის თეატრში პრემიერაც გამართა. "ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გკბენენ" - ამ სახელწოდების სპექტაკლში სამი გმირი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ დავის დროს მხოლოდ ერთი ადამიანია სწორი და რომ იგი იძულებულია, აირჩიოს ორი პოზიციიდან მხოლოდ ერთი.

სრული ანშლაგი და ოვაციები დარბაზში. რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე და მსახიობები, სპექტაკლს მაყურებლისთვის თვე ნახევარი ამზადებდნენ. შემდეგ წარმოდგენას ფოთის თეატრი 25 ივლისს გამართავს

დღის ამბები