24 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

64 წლის ასაკში ბორის ჩოჩიევი გარდაიცვალა, Sputnik Ossetia-ს ინფორმაციით, მას კორონავირუსი ივლისში დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც ჩოჩიევის მდგომარეობა გაუარესდა, ის ჩრდილოეთ ოსეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ეროვნებათა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს, ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

დღის ამბები