20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"ფაიზერის" მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან განახლდება - ნახეთ რა შეიცვალა საიტზე რეგისტრაციის პროცესში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ფაიზერის" მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია დღეიდან განახლდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები 24 ივლისის 12 საათამდე არ აირჩევენ მათთვის სასურველ დროს და კლინიკას ვაქცინაციისთვის, ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმ კლინიკაში, სადაც ვაქცინების პირველი დოზა გაიკეთეს. 

თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებს ამ შემთხვევაშიც შეეძლებათ ლავირება და მას შემდეგ, რაც მიუვათ ჯავშნის შესახებ შეტყობინება, საშუალება მიეცემათ აცრისთვის სასურველი კლინიკა და დრო აარჩიონ. 

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საიტის გამართულად მუშაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაუმჯობესების მიზნით, რეგისტრაციის პირობები შეიცვალა. 

"საიტი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა და როგორც დღესდღეობით IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და შეფერხების მოლოდინი არ არის. მას აქვს რამდენიმე შრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს,"- განაცხადა მინისტრმა. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საიტის შეუფერხებლად მუშაობისთვის შეიცვალა რეგისტრაციის წესები და მოქალაქეები რეგისტრაციის შესახებ დასტურს 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

რაც შეეხება "ფაიზერის" პირველი დოზით ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგისტრაციის გახსნას ვაქცინის ჩამოსვლისას გამართულ კონფერენციაზე დააანონსებენ. 

დღის ამბები