20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
საყოველთაო იმუნიზაციის ფარგლებში ჯარისკაცების აცრა 7 ლოკაციაზე მიმდინარეობს

საყოველთაო იმუნიზაციის ფარგლებში ჯარისკაცების აცრა აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხედროებს აცრის გაკეთება უკვე 7 ლოკაციაზე შეუძლიათ. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში.

"ამ ეტაპზე თავდაცვის უწყებაში ჩვენ გვაქვს 7 ლოკაცია, სადაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს უწყების - სამხედრო მოსამსახურეების და სამხედრო პირების აცრა. ჩვენ უკვე ავცერით დაახლოებით 25% ჩვენი თანამშრომლებისა და სამხედრო მოსამსახურეებისა," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პოლკოვნიკისა და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, ვაქცინაციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და იმუნიზაციის პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელ შედეგს არ მიიღებენ.

დღის ამბები