25 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროცესი დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროცესი დასრულდა. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები უკვე გამოიკითხნენ.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე სასამართლოს არ ენდობა და ამბობს, რომ პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. მისივე თქმით, მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარადგინა არ არის საკმარისი.

"თითქოს ჩვენ შევხვდით კონსპირაციულ ბინაში თევდორე გობეჯიშვილს. ეს დღეს გამომძიებელმა თქვა, რომ ასეთი რაღაცა არ ყოფილა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ჩვენი ბიოლოგიური მასალა იმ მასალასთან არ არის თანხვედრაში. შესაბამისად ნელ-ნელა მივდივართ იქამდე, რომ ფიზიკურად ბრალდებას არანაირი მტკიცებულება ამ ეტაპზე არა აქვს, არც მაშინ ჰქონდა და ვერც მომავალში ვერ ექნება, ვინაიდან ფიზიკურად თავიდან ბოლომდე შეთითხნილია საქმე," - განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.

დღის ამბები