ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ - 3.1000 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღევანდელი დღის ჩათვლით მოქმედებდა, 3.1191 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0191 ლარი შეადგინა.
ლარის კურსმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც, სებ-ის ინფორმაციით, 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.6481 ლარი გახდა. 23 ივლისის ჩათვლით მოქმედი კურსი 3.6787 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0306 ლარი შეადგინა.
23 ივლისის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.