27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
მარნეულში ჩხუბის დროს შვილისთვის მოქნეული დანა დედას მოხვდა

ცოტა ხნის წინ, მარნეულში შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. 

ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო. როგორც "პრაიმტაიმს" თვითმხილველმა უამბო, რომ ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა. 

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ამ წუთებში კონფლიქტის მონაწილე მხარეები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

დღის ამბები