20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
სად იქნება შესაძლებელი კახეთში Pfizer-ით ვაქცინაცია - რეგიონს რამდენიმე ასეული დოზა გადაეცა

კახეთის რეგიონს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული დოზა გადაეცა.
სპეციალურ მაცივარში მოთავსებული ვაქცინა თელავის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს ცოტა ხნის წინ გადაეცა. 

რეგიონში მოქმედი ამცრელი დაწესებულებიდან Pfizer- ის აცრები ამ ეტაპზე მხოლოდ თელავის, რეფერალურ საავადმყოფოში მოხდება.

Pfizer-ზე იმუნიზაციის პროცესი ორშაბათიდან დაიწყება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შექმნილია ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის შენარჩუნებისა და ვაქცინაციის პროცესის ზედმიწევნით მაღალკვალიფიციურ დონეზე ჩასატარებლად.

დღის ამბები