მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებმა რეგიონებიდან თავიანთი პროდუქტი ჩამოიტანეს.
ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა კუთხის ყველის დეგუსტაცია შეუძლიათ. ფესტივალზე წარმოდგენილია 30-მდე სახეობის ყველი.