20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნაჩუქარი Pfizer-ით მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან იწყება. პროცესის გააქტიურების გამო გაზრდილია ამცრელი კლინიკებისა და ბრიგადების რაოდენობა - მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულება და 120-მდე ბრიგადა მოემსახურება.

2 კვირის განმავლობაში დღეში 8 ათასამდე პირი აიცრება.

საქართველოში Pfizer-ის​ დამატებით დოზებს აგვისტოს შუა რიცხვებში კიდევ ელოდებიან. ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი 4 პრეპარატით მიმდინარეობს. პრეპარატის საკმარისი რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილებულია.

დღის ამბები