"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში დღის ბოლოს დასრულდა.
დეკანოიძესთან სამართალდამცველებს 24 ივლისს, ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები. ფაქტზე დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთანაც ისაუბრა.
"დაწვრილებით ავუხსენი რა ხდებოდა ზუსტად იმ თავდასხმის დროს. მითხრეს, რომ იდენტიფიცირებულია. ახლა არის დრო როდესაც უნდა დაიბარონ და კვალიფიკაცია მისცენ ამ საქმეს.
აქ არის ორი მიმართულება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტი და მეორე ფსიქოტროპული საშუალების ქვეშ თუ იყო და მე დარწმუნებული ვარ იყო, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
არასდროს არ მქონია შეხება ამ ადამიანთან, არ ვიცნობ," - განაცხადა დეკანოიძემ.
პირი, რომელმაც ხატია დეკანოიძეს შეურაცხყოფა მიაყენა იდენტიფიცირებულია. გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით მიმდინარეობს.