Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში ზუგდიდიც ჩაერთო. დღეიდან Pfizer-ზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ რუხის კლინიკაში აიცრან.
კლინიკის ხელმძღვანელის, დავით შონიას განცხადებით, საავადმყოფო სრულად აღჭურვილია შესაბამისი აპარატურით. ასევე გადამზადებული მაღალკვალიფიციური მედპერსონალით.
პირველი ეტაპის გათვალისწინებით, სამეგრელოში Pfizer-ის 4000 დოზაა გათვალისწინებული, თუმცა მომდევნო კვირიდან იგეგმება დოზების დამატება.
პარალელურად, რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში აცრა "სინოვაკით", "სინოფარმითა" და "ასტრაზენეკათია" შესაძლებელი.